IDFI-ის გასვლითი შეხვედრა ქუთაისსა და ბათუმში

სიახლეები 24 ნოემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა (IDFI) 19-20 ნოემბერს გასვლითი შეხვედრები ჩაატარეს ქუთაისსა და ბათუმში. შეხვედრები პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ ფარგლებში გაიმართა.


შეხვედრებს ესწრებოდნენ როგორც საჯარო დაწესებულებების, ასევე, წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სტუდენტები, ჟურნალისტები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.


ლევან ავალიშვილმა, IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ და პროექტის დირექტორმა, ქუთაისსა და ბათუმში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების შესახებ მონაცემები დაინტერესებულ პირებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო და მათი ხელმისაწვდომობის საკითხი და ბიზნეს-სტარტაპებისთვის გამოყენების გზები განიხილა.


მან ასევე ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით IDFI-ის მიერ შექმნილი აპლიკაციები (საქართველოში არსებული სავალუტო გადამცვლელი პუნქტებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსთა რუკა) წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.


შეხვედრის მონაწილეებმა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით IDFI-ის მიერ შექმნილი გამოკითხვის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის მონაცემებზე ხელმისაწვდომობის პრიორიტეტულობა განსაზღვრეს.

 

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები და მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით შექმნილი და განთავსებული აპლიკაციები. აღნიშნული შეადარეს საქართველოს ღია მონაცემების პორტალს.


პროექტს „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ IDFI სექტემბრიდან ახორციელებს, ხოლო ღია მონაცემების პორტალი - data.gov.ge საქართველოში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. აღნიშნულ პორტალზე ეტაპობრივად, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, თავსდება საჯარო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზები.


ღია მონაცემების პორტალი მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნოს სახელმწიფო მონაცემებს და მათი გამოყენებით შექმნას ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს პროექტები და ელექტრონული სერვისები.


IDFI-ის გუნდი, პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ ფარგლებში მონიტორინგს უწევს და აფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას, პროაქტიულობას, ეფექტურობას, სიცხადესა და გამოყენებადობის დონეს www.data.gov.ge ვებგვერდისთვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებაში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024