IDFI-ის შეხვედრა უკრაინის დელეგატებთან

სიახლეები 9 ნოემბერი 2015

5 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) უკრაინულ დელეგაციას, "ახალგაზრდა რეფორმატორთა კლუბს" შეხვდა. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი გახლდათ, რომელიც " ახალგაზრდა რეფორმატორთა კლუბის" პარტნიორი ორგანიზაციაა და რომელიც მეორედ მასპინძლობდა მათ ვიზიტს საქართველოში.


შეხვედრის ფარგლებში IDFI-ის წარმომადგენლები - ანალიტიკოსი თამარ იაკობიძე და იურისტი ნინო მერებაშვილი დელეგაციის წევრებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ესაუბრნენ.

განხილულ იქნა IDFI-ს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები, როგორებიცაა  სამოქალაქო კონტროლი,  ადვოკატირება, გამჭვირვალე არქივები და სხვა.

 

დელეგატები დაინტერესდნენ ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე მიღწეული წარმატებებით, კერძოდ კი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის პრაქტიკით. IDFI-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროექტი „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge “ გააცნეს და ამ პროექტზე მუშაობისას მიღებული გამოცდილება გაუზიარეს, მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები, როგორიცაა ლაზიკის მშენებლობის ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მიმდინარე და წარსული სასამართლო დავები ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. IDFI-ის წარმომადგენლებმა პრაქტიკული მაგალითებით აუხსნეს დელეგატებს, თუ რა საშუალებებით ცდილობენ მოქალაქეების დახმარებას ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებში.  

 

ამას გარდა, შეხვედრისას საუბარი შეეხო IDFI-ის სხვა მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორიცაა გამჭვირვალე არქივები, სტალინური სიები და რეპრესიები. ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს გიორგი კლდიაშვილის დაკავების საქმეც. 

 

საუბარი აგრეთვე შეეხო „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) საქართველოს და IDFI'ს წარმატებულ საქმიანობას და საერთაშორისო აღიარებას, რისი მაგალითიცაა მექსიკაში OGP-ის ჩემპიონთა ჯილდო.

 

სტუმრები დაინტერესდნენ ორგანიზაციის დაფინანსებით, იმით, თუ ვინაა სამიზნე აუდიტორია, რომელი კოალიციის წევრი ორგანიზაციაა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ვინ არიან პარტნიორი ორგანიზაციები და რა ორგანიზაციები მუშაობენ ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე საქართველოში. 

 

აღსანიშნავია, რომ დელეგატებმა სურვილი გამოთქვეს გაიზიარონ IDFI-ისა და ზოგადად საქართველოს გამოცდილება და უკრაინაში აქტიურად დაიწყონ სამოქალაქო საქმიანობა. 

 

საქართველოში დელეგატები უკრაინიდან 4-7 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ და მოინახულეს იუსტიციის სახლი და რუსთავში მდებარე საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო. მატი ვიზიტის მიზანს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა. 

 

IDFI-იმ უკრაინელ დელეგატებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და წარმატება უსურვა. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024