IDFI-ს ანალიტიკოსებმა მორიგი ტრენინგი ჩაატარეს

სიახლეები | ტრენინგები 8 აგვისტო 2015

IDFI-ს ანალიტიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ ორგანიზებულ სამი ორდღიან ტრენინგში თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში.


ტრენინგი ჩატარდა პროექტის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში. მის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ სერვისებს აწვდიან შშმ პირებსა და ხანდაზმულებს. ექვსი დღის განმავლობაში, მსგავსი პროფილის 26 ორგანიზაციიდან 46 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.


ტრენინგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობისთვის.


IDFI-ს ანალიტიკოსებმა, თაკო იაკობიძემ, გოგა ხიშტოვანმა და გოგა თუშურაშვილმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: 


• სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
• ინფორმაციის თავისუფლება როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობის საშუალება

• ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის სტრუქტურა
• ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი (BDD)
• საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი გამოწვევები
• სამოქალაქო ჩართულობის ფორმები ბიუჯეტის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში 

 

ტრენინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ასევე წარმოადგენდა სამოქალაქო ჩართულობის თანამედროვე საშუალებები: ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა. აღნიშნულის ირგვლივ, საქართველოს მაგალითზე, განხილულ იქნა ინტერნეტ-მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული ტენდენციების საკითხი.


IDFI-ს წარმომადგენლებმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული გამოთხოვისა და დღეს არსებული ონლაინ სამოქალაქო პლატფორმების შესახებ.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024