IDFI-ს ანალიტიკოსმა ელ-ჩართულობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

სიახლეები | ცნობიერების ამაღლება | ტრენინგები 15 ოქტომბერი 2015

IDFI-ს ანალიტიკოსმა, თამარ იაკობიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის ელექტრონული ჩართულობის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.


ტრენინგი პროექტის “მართე სახლიდან” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან პარტნიორობით ახორციელებს .


ტრენინგის მიზანი იყო ელექტრონული მმართველობის შესახებ რელევანტური ინფორმაციის მიღება და მის დასანერგად საჭირო სხვადასხვა მექანიზმების განხილვა, რაც შემდგომში შესაძლებელს გახდის:


• ელექტრონული მმართველობის პრინციპების დანერგვას
• ელექტრონული ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მექანიზმების დანერგვას
•ვებ რესურსის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომების ონლაინ რეჟიმში ტრანსლირებას
• საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
• საკრებულოს მიერ საზოგადოების ონლაინ ჩართულობის მექანიზმების შემუშავებას

 

თამარმა ტრენინგის განმავლობაში ისაუბრა კარგი მმართველობის მისაღწევად სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობაზე, განიხილა სამოქალაქო ჩართულობის კომპონენტები, ხაზი გაუსვა ინფორმაციის თავისუფლების როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობისთვის. თამარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული ჩართულობის მექანიზმების გააზრებაზე და დიდი დრო დაუთმო მათი სუსტი თუ ძლიერი მხარეების განხილვას.


უნდა აღინიშნოს, რომ IDFI წლებია ელ.ჩართულობის და ელ.მმართველობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციას აღნიშნულ თემაზე ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი, ხოლო 2014 წლის სექტემბერში IDFI-ს მოამზადა და გამოაქვეყნა ელ. ჩართულობის სახელმძღვანელო 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024