IDFI-ის ზამთრის სკოლა „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ დაიწყო

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | სტატია 12 დეკემბერი 2022

2022 წლის 11 დეკემბერს, IDFI-ს ზამთრის სკოლის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, გახსნის ღონისძიება გამართა. სკოლა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 10-15 დეკემბრის პერიოდში, გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლოში, იმართება.

 

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე ზამთრის სკოლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და შესარჩევ კონკურსში გამარჯვება მიულოცეს IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა და კანონის უზენაესობისა და მედიის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითრუმა.

 

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ზამთრის სკოლაში ორეტაპიანი, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში, მოხვედრა. წელს ჩვენ გვაქვს სიახლე იმ თვალსაზრისით, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, ზამთრის სკოლაში ჩავრთეთ საჯარო მოხელეები, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები. ასევე, მე-3 და მე-4 რანგის საჯარო მოხელეები. მონაწილეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა 270 განაცხადი, რომელთაგან შეირჩა 25 საუკეთესო მონაწილე.

 

„ეს გახლავთ IDFI-ს მიერ ორგანიზებული რიგით მეორე ზამთრის სკოლა, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და დამწყებ პრაქტიკოსებს აძლევს  შესაძლებლობას აქტუალური სამართლებრივი საკითხები დარგის წამყვანი ექსპერტებისა და მკვლევარების თანხლებით განიხილონ/სხვადასხვა პერსპექტივით დაინახონ, იმსჯელონ, უახლესი და რელევანტური ინფორმაცია მიიღონ და ცოდნა გაიღრმავონ.“ - თქვა გიორგი დავითურმა.

 

ზამთრის სკოლის ფარგლებში მოწვეული არიან სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ადგილობრივი ექსპერტები და მომხსენებლები. ზამთრის სკოლის პროგრამა შემუშავდა და შესაბამისი საკითხები შეირჩა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს რეალობაში არსებული გამოწვევებისა და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის გათვალისწინებით.

 

საკითხები:

 

- კონსტიტუციონალიზმი:  ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ადამიანის უფლებები;

- ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედველო და მოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტები; 

- ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოები: სამართლიანი სასამართლოს უფლება;

- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემები და გამოხატვის თავისუფლება;

- მედიის თავისუფლება საქართველოში: პრაქტიკული და სამართლებრივი გამოწვევები;

- ფარული ელექტრონული თვალთვალის ტექნიკური და სამართლებრივი სისტემა საქართველოში.

 

კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის რეჟიმის გაძლიერების და ამ კუთხით არსებულ სირთულეებზე ინფორმირებულობის გაზრდის საჭიროება დღითიდღე უფრო აშკარა ხდება. ზამთრის სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას, არსებულ გამოწვევებზე დისკუსიების გამართვას და შეხედულებების ურთიერთგაცვლას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024