IDFI თბილისის მერიას ღია მონაცემების პორტალის კონცეფციისა და ტექნიკური აღწერის შექმნაში დაეხმარა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 6 სექტემბერი 2021

IDFI-ის ჩართულობითა და USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით, თბილისის მერიამ შეიმუშავა და დაამტკიცა კონცეფცია, რომლის საფუძველზეც ღია მონაცემების პორტალი უნდა შეიქმნას. პორტალის კონცეფციასთან ერთად, მომზადდა პორტალის დეტალური ტექნიკური აღწერა. 

 

აღსანიშნავია, რომ პორტალის შექმნა ღია მმართველობის ინიციატივის (OGP) თბილისის მერიის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომლის შესრულება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უწყების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით. 

 

ღია მონაცემების პორტალის დანერგვის შემდეგ, მასზე განთავსებული ბაზები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის - ბიზნესისთვის, აკადემიისთვის, მედიისა და ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. მონაცემების გასაჯაროებით თბილისის მერია ხელს შეუწყობს ინოვაციური, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების შექმნას.

 

IDFI-მ ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციის შემუშავების დროს გამოიყენა ფაქტებზე დაფუძნებული და ინკლუზიური მიდგომები. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე ღია მონაცემების დამუშავებისა და გამოქვეყნების კუთხით არსებული ბიზნეს პროცესის, ასევე ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, მომზადდა სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი. სწორედ ანალიზის შედეგად გამოვლენილი ტენდენციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე მოხდა თბილისის მერიის ღია მონაცემთა კონცეფციის მთავარი პრინციპების, მათ შორის მმართველობითი,  ფუნქციური, ტექნოლოგიური, საპრეზენტაციო, მარკეტინგული, უსაფრთხოების და სამართლებრივი ჩარჩოების განსაზღვრა.

 

სიტუაციის ანალიზი და პორტალის კონცეფცია მერიისა და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის მედიის, კერძო სექტორის (ბანკები, სტარტაპები), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების, აგრეთვე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნა. საერთაშორისო გამოცდილების უკეთ გასათვალისწინებლად, კარგი პრაქტიკების შესწავლასთან ერთად, კონცეფციის სამუშაო ვერსიას გადახედეს Nickol Global Solutions LLC (NGS)-ის საერთაშორისო კონსულტანტებმა, რომელთა კომენტარები და უკუკავშირი ასახულ იქნა კონცეფციის საბოლოო ვერსიაში.

 

ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით, გაიმართა ფოკუს-ჯგუფები, სადაც მონაწილეებმა მერიის ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობა მიმოიხილეს და დაასახელეს ის მონაცემები, რომელთა  ღია მონაცემთა პორტალზე განთავსებასაც სამომავლოდ ისურვებდნენ. ასევე, 2021 წლის 28 ივნისს, მოეწყო ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციის ონლაინ საჯარო განხილვა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა თბილისის მერიის ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციის საზოგადოებისთვის წარდგენა, რის შემდეგაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. განხილვას დაესწრნენ ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები. 

 

კონცეფციის დოკუმენტში საბოლოო ცვლილებების შეტანის შემდეგ, მოხდა მისი დამტკიცება, რის საფუძველზეც შემუშავდა პორტალის დეტალური ტექნიკური აღწერა. 

 

დოკუმენტები მომზადდა პროექტის - თბილისის მერიის ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციისა და ტექნიკური დავალების შექმნა - ფარგლებში, რომელსაც IDFI USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით ახორციელებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024