IDFI-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის ანგარიში წარადგინა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანგარიში | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 3 ივნისი 2020

2020 წლის 2 ივნისს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში წარუდგინა. ანგარიში შეეხება ისეთ საკვანძო და აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის:

 

1)     მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს უფლება;

 

2)     გამოხატვის თავისუფლება/ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

 

3)     პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

 

ანგარიშში განხილულია სამართლებრივი ჩარჩოს და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება არსებითად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სტანდარტის გაუმჯობესებისთვის.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს ყველა წევრ სახელმწიფოშიადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. მესამე ციკლის ფარგლებში საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე 2021 წელს წარსდგება.მიმოხილვა სხვა წყაროებთან ერთად დაეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ანგარიშებში მითითებულ ინფორმაციას.

 

/public/upload/Sida/IDFI-submission.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024