IDFI-მ და Post Bellum-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | მემორანდუმები | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 28 ივნისი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და Post Bellum-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.


Post Bellum 2001 წელს, ჟურნალისტებისა და ისტორიკოსების მიერ ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დოკუმენტურად ასახავს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მოწმეების მოგონებებს და ცდილობს ამ ამბების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. ორგანიზაცია თვლის, რომ მოწმეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ამბების მოყოლის შესაძლებლობა და რომ ეს ისტორიები ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს - სწორედ ამ ხედვით შეიქმნა Post Bellum.


Post Bellum–ის მთავარი პროექტი არის „ერების მეხსიერება“ (Memory of Nations), იმ ადამიანების მოგონებათა კრებული, ვინც მე–20 საუკუნის ტოტალიტარული ეპოქა გამოიარა, ასევე ფოტოები, გაზეთები და სხვადასხვა ისტორიული ჩანაწერი. კრებული 12,000-მდე ისტორიისაგან შედგება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, მონაცემთა ბაზის საშუალებით.


დღესდღეობით გარდა მთავარი პროექტისა, Post Bellum მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს 23 საერთაშორისო პროექტს.


IDFI აქტიურად მუშაობს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევებზე. IDFI იზიარებს Post Bellum-ის მისიასა და ხედვებს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები თანხმდებიან რომ Post Bellum საკუთარ ცოდნას გაუზიარებს IDFI-ის და სამომავლოდ IDFI-ისთან ერთად დაგეგმავს საერთო პროექტებს აღნიშნული მიმართულებით.

 

/public/upload/IDFI/IDFI/MoU - IDFI-Postbellm.CZ.PDF

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024