IDFI-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - კარგი მმართველობის ფორუმი 2024

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 5 თებერვალი 2024

 

 

IDFI მოხარულია, მოგიწვიოთ 2-დღიან საერთაშორისო კონფერენციაზე კარგი მმართველობის 2024 წლის ფორუმზე (GG Forum 2024)

დღე/დრო: 2024 წლის 8-9 თებერვალი, 10:00-16:30

ადგილი: Zoom, ლაივსტრიმი IDFI-ის Facebook გვერდზე



ფორუმის მთავარი თემაა: კარგი მმართველობის პრინციპების გაუმჯობესება: საუკეთესო პრაქტიკები და გამოწვევები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

 

ფორუმის მთავარი მიზნიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის რეფორმების დღის წესრიგს, ღონისძიებაზე დაგეგმილია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით განვიხილოთ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები, განსაკუთრებით კარგი მმართველობის პრინციპების გასაძლიერებლად განზრახული ინიციატივები. ფორუმზე განიხილება არა მხოლოდ გლობალური ტენდენციები, საუკეთესო პრაქტიკები, საჭიროებები და მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, არამედ ინოვაციური მიდგომები ამ რეგიონებში დემოკრატიული პრინციპების დანერგვის პროცესში გამოვლენილი გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად.

ამ მიზნით, დაგემილია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით გაიმართოს დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორუფციასთან ბრძოლა: ინსტიტუციური რეფორმები, ყოვლისმომცველი მიდგომები და პოლიტიკური ნება; ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა; საჯარო მმართველობის რეფორმა; კარგი მმართველობის რეფორმების გენდერული მეინსტრიმინგი; კორუფციასთან ბრძოლისა და კონკურენციის გაუმჯობესების ინოვაციური მექანიზმები: ინოვაციები სახელმწიფო შესყიდვებში და ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტები; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა რეფორმებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივა და ა.შ. 

 

ფორუმი ორგანიზებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, და ასევე, თანადაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women),  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის გლობალური ინიციატივისა  (AML/CFT Global Facility) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ.

 

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული ქართული თარგმანი). 

 

რეგისტრაცია Zoom-ში დამსწრეთათვის: https://bit.ly/3SDda7R

 

შენიშვნა: პანელურ სესიებთან ერთად, კონფერენცია მოიცავს სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის. მაშინ როცა პანელური დისკუსიები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ონლაინ მონაწილისთვის, რადგან აღნიშნული პანელები გადაიცემა Zoom-ით და პირდაპირი ტრანსლირება მოხდება IDFI-ის Facebook გვერდზე.

 

 

/public/upload/Analysis/01_GGF_Guide_2024_Final Version_15.02.2024.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024