IDFI „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 14 ივნისი 2021

2021 წლის 9 ივნისს, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონის პროექტი, რომელიც მთავრობისთვის პანდემიის სამართავად მინიჭებული უფლებამოსილების გახანგრძლივებას ითვალისწინებს.[1]

 

შემაშფოთებელია, რომ დეპუტატები კანონპროექტის განხილვას გამარტივებული წესით ითხოვენ, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ადამიანის ძირითადი უფლებათა შესაძლო დარღვევებზე, ისევე როგორც მათი დაცვის პროცესუალური თუ მატერიალური მექანიზმების გაძლიერებაზე სრულფასოვან საპარლამენტო მსჯელობას.

 

უკანასკნელი პერიოდში გამოიკვეთა კოვიდ რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების არაერთი პრობლემა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომენდანტის საათი, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების რადიკალური ცვლილებების მიუხედავად 8 თვეა უწყვეტად მოქმედებს. არაერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა გადაადგილების თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს. ამ რისკებს განსაკუთრებით აძლიერებს მთავრობისთვის გადაცმული უფლებამოსილების ფარგლები და მთავრობის საქმიანობის გაუმჭვირვალობა. ასევე შესუსტებული საპარლამენტო, სამოქალაქო თუ სასამართლო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე.[2]

 

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს მთავრობისთვის გადაცემული უფლებამოსილების გაგრძელების გადაწყვეტილება გამარტივებული წესით და ჩაატაროს სრულფასოვანი საპარლამენტო განხილვა. იმსჯელოს მთავრობის მიერ პანდემიის სამართავად განხორციელებული ღონისძიებების პროპორციულობისა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის პრევენციული მექანიზმების გაძლიერების თაობაზე.

 

____

[1] სამწუხაროდ პარლამენტის ვებგვერდის საინფორმაციო სისტემაში კანოპროექტის შინაარსი ამ დრომდე არ არის  ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია გავრცელდა მედიის საშუალებით.

[2]“de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში და ადამიანის უფლებები პანდემიისას” იხ. კვლევა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024