IDFI-ის წარმომადგენელი საერთაშორისო კონფერენციაზე - აზია-წყნარი ოკეანის სამოქალაქო რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკის კვლევის ფორუმი

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 19 მარტი 2023

2023 წლის 17-19 მარტს,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, დავით ერისთავმა, მონაწილეობა მიიღო აზია-წყნარი ოკეანის სამოქალაქო რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკის (CRVS) კვლევების ფორუმში. საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებული იყო გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ და სოციალური კომისიის (ESCAP) მიერ. ონლაინ ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ წარედგინათ კვლევები, მიეღოთ ინფორმაცია სექტორში მიმდინარე მოვლენებზე, და ჩართულიყვნენ შესაძლებლობების ამაღლების აქტივობებში.

 

კონფერენციაზე დავით ერისთავმა წარმოადგინა ანგარიში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში CRVS მონაცემებისეკოსისტემების შესახებ. ანგარიში მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, და ეხებოდა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დემოგრაფიული და ჯანდაცვის მონაცემების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.

 

ეს ანგარიში ეფუძნება მონაცემთა გლობალური ბარომეტრის (GDB) შედეგებს, პროექტი, რომელიც ერთიანი მეთოდოლოგიითაფასებს 108 ქვეყანას, სხვადასხვა ინდიკატორების საფუძველზე,  მათ შორის დემოგრაფიულ, ჯანდაცვისა და Covid-19-თან დაკავშირებულიმონაცემების ხელმისაწვდომობას. ანგარიში მოიცავს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების სიღრმისეულ ანალიზს GDB-ის ჯანდაცვისა და Covid-19 მოდულების ჭრილში.ანგარიში ასევე მოიცავს ქვეყნების დეტალურ მიმოხილვას, მნიშვნელოვან ტენდენციებს, საუკეთესო პრაქტიკებს და რეგიონისპირველად საჭიროებებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

V-Dem-ის დემოკრატიის ინდექსი: საქართველოს 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

14.03.2025

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024