IDFI-მ კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი განაახლა

მემორანდუმები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 15 იანვარი 2024

2024 წლის 10 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლეს.

 

მემორანდუმის ფარგლებში, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა წარიმართება ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიურ კურსებად, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ როგორც დასახელებული ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს, ასევე, კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს. 

 

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასწავლო კრედიტები (ECTS) და სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მიიღებენ სერტიფიკატებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში სულ შემუშავებულია 4 აკადემიური კურსი. კერძოდ, საბაკალავრო საფეხურზე შეთავაზებული იქნება ,,კარგი მმართველობა და კორუფცია’’ და ,,კორუფცია, ფული და პოლიტიკა’’, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე - ,,ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და ,,კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები’’. ყოველწლიურად, აკადემიური კურსების გავლის შესაძლებლობა ექნება მთლიანობაში დაახლოებით 100-მდე მონაწილეს.

 

მემორანდუმი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023