IDFI-ს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის 2021-2022 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმისათვის

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 აპრილი 2020

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), როგორც ღია მმართველობის უწყებათოშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  სამდივნოს, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, წარუდგინა ვალდებულებები, რომლებიც განსახილველად გაეგზავნათ საბჭოში შემავალ სახელმწიფო უწყებებს.

 

IDFI-ის მიერ წარმოდგენილი ვალდებულებები დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, მათ შორის OGP-ის წევრი სახელმწიფოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე და მიზნად ისახავს საქართველოში მოქალაქეთა ჩართულობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მონაცემებზე წვდომის და ინფორმაციის თავისუფლების გაზრდას, კორუფციასთან ბრძოლას და სახელმწიფო უწყებების მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი სამი ვარსკვლავური ვალდებულებიდან ორი იყო IDFI-ის მიერ ინიციირებული, კერძოდ, მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI)სტანდარტების დანერგვა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნა. ორივე დასახელებული ინიციატივის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საბჭოს მხრიდან გამჭვირვალობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, ინვესტიციების წახალისებისა და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის დაცვის მიზნით.

 

IDFI რჩება ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით ლიდერ არასამთავრობო ორგანიზაციად საქართველოში.

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024