IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ღია ლექცია ჩაატარა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 ნოემბერი 2022

22 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა - ლევან ავალიშვილმა, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის ჯგუფისთვის ჩაატარა ლექცია ინფორმაციის თავისუფლებაზე.

 

ლევანი კურსის მონაწილეებს ესაუბრა საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობაზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საქართველოში დამკვიდრებულ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მექანიზმებზე. ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, რომლის დროსაც განხილულ იქნა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკული მაგალითები. ლევანმა სტუდენტებთან ერთად ლექციის მსვლელობისას აქტიურად განიხილა თუ რა სახის გამოწვევების წინაშე შესაძლოა იდგეს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლება.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

 

სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ, ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024