IDFI-მ საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში წარადგინა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 ივნისი 2021

1 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.

 

IDFI-ის მიერ, 2020 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის და იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;

 

2020 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 5,000 განცხადებაზე (80%). საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე.

 

ყველაზე ღია უწყებები:2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა. მათ შორის:სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 92,33%.

 

2020 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა. 2020 წელს საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულების გაუარესებას ხელი შეუწყო, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ. კერძოდ,  უწყებების განმარტებით, პანდემიის შედეგად შეცვლილ სამუშაო პირობები (დისტანციური სამუშაო რეჟიმი, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.) შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სათანადო უზრუნველყოფის პროცესში.

 

შედეგად, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების მაჩვენებელი.

 

პრესკონფერენციისას IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ახალი ვებგვერდი წარადგინა: www.foi.idfi.ge ვებგვერდზე შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების, სტატისტიკისა და საჯარო დაწესებულებების რეიტინგის ნახვა.

 

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით.

 

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

პრეზენტაცია იხილეთ აქ.

 

ღონისძიების ჩანაწერი იხილეთ აქ.

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024