LAITech2024-ის კონფერენციაზე IDFI-ის წარმომადგენლებმა AI-ზე პრეზენტაცია გააკეთეს

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები 1 მარტი 2024

IDFI-ს ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა და ამავე მიმართულების მკვლევარმა ედგარ ბრუტიანმა LAITech2024 კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი კონფერენციის თემა იყო „კანონი, ეთიკა და პოლიტიკა ხელოვნურ ინტელექტსა და სამომავლო ტექნოლოგიებზე”, რომლის ფარგლებში IDFI-ის წარმომადგენლებმა 2021 წელს ჩატარებული კვლევის “ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება საქართველოში - კანონმდებლობა და პრაქტიკა” საფუძვლეზე, ისაუბრეს საქართველოში საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევებსა და პრაქტიკაზე, ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ ერთიანი მარეგულირებელი ჩარჩოს აუცილებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, პრეზენტაციის დასასრულს წარმოდგენილ იქნა კველვის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები და საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, სამომავლო პერსპექტივები. 

 

LAITech2024-ის ორდღიანი კონფერენცია 2024 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს გაიამრთა. მასში მონაწილეობდნენ სამართლის, კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და მმართველობის მიმართულების ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტები და სპეციალისტები. კონფერენციის ფარგლებში წელს განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვაში, არჩევნებში და სხვა. ღონისძიებამ ასევე უმასპინძლა ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის (NATO CCDEOE) პანელს თემაზე - ახალი ტექნოლოგიების გამოყენება კიბერომში და კიბერთავდაცვაში. 





სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024