IDFI საერთაშორისო კონფერენციაზე სახელმწიფო არქივების ღიაობის შესახებ მოხსენებით წარსდგა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 25 მარტი 2021

IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე „არქივები - საზღვრები, იდენტობა, აღქმა“ მოხსენებით წარდგა. მან კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის შესახებ ისაუბრა.

 

ღონისძიება არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) ეგიდით გაიმართა და პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: კონსორციუმი ICARUS (საარქივო კვლევების საერთაშორისო ცენტრი) და EURBICA (ICA-ის ევროპის რეგიონული ფილიალი). კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული ქვეყნების ეროვნული არქივების, მუზეუმების, უნივერსიტეტებისა და სხვა აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლები.

 

წარმოდგენილ და განხილულ მთავარ თემებს შორის იყო: ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია არქივების დაცვის, აღრიცხვისა და გაციფრულების კუთხით, მიმდინარე საარქივო პროექტები და პროგრამები ევროპის მასშტაბით, არქივებსა და კერძო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობა. პრეზენტაციებმა და დისკუსიებმა მოიცვა ყველა ის ძირითადი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც არქივები, საარქივო პროექტები და არქივების მომხმარებლები აწყდებიან. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა დიგიტალიზაციაზე, არქივების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სფეროს ახლებურ განვითარებაზე.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, 2019-2020 წლებში განახორციელა პროექტი - „სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“. კვლევამ გამოავლინა რეგიონის 18 ქვეყნის სახელმწიფო არქივების გამჭვირვალობის რეიტინგი და ასევე საკმაოდ საინტერესო მიგნებები და სპეციფიკა, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში სახელმწიფო არქივებს გააჩნიათ. კვლევის დაწყებისას, 2019 წლის ივნისის თვეში, რა თქმა უნდა, არ იყო გათვალისწინებული პანდემიის ფაქტორი, რამაც მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეცვალა არა მხოლოდ არქივების მდგომარეობა, არამედ ცხოვრების ყველა მიმართულება. ბუნებრივია, ეს კვლევის მეთოდოლოგიასა და საბოლოო რეიტინგში ვერ აისახებოდა. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ახალი კვლევა, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, როგორი დონის ღიაობა შესთავაზა ამა თუ იმ სახელმწიფო არქივმა მკვლევრებს კორონავირუსის პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის დროს და როგორ მოახერხა თანამედროვე რეალობასთან ადაპტირება. აგრეთვე, შეიმუშავეს თუ არა სახელმწიფო არქივებმა სამომავლოდ, მსგავს სიტუაციებში მოქმედების სტრატეგიული გეგმა. კვლევისთვის IDFI-მ შეადგინა კითხვარი, რომელიც არქივში მუშაობის გამოცდილების მქონე საერთაშორისო პარტნიორებმა შეავსეს. გარდა ამისა კვლევის მომზადებაში გამოყენებულია ინტერნეტში ხელმისაწვდომი წყაროები.

 

კონფერენციაზე ანტონ ვაჭარაძემ სწორედ აღნიშნული თემა - „სახელმწიფო არქივების ღიაობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“ წარადგინა და განიხილა კვლევის მთავარი მიგნებები. მოხსენებამ დაინტერესება გამოიწვია დამსწრეებსა და პანელისტებს შორის და დაიგეგმა მისი უფრო ფართო მასშტაბით წარდგენა და გაცნობა ევროპული საარქივო საზოგადოებისთვის.

 

კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023