IDFI-ის მოსაზრებები „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 5 ოქტომბერი 2018

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტს „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. კანონის პროექტი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტები პარლამენტში 2018 წლის 20 სექტემბერს დარეგისტრირდა.


„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტში ასახული საკითხები საქართველოს კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს უკავშირდება. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევა. კონსტიტუციის ახალი რედაქციით საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო საპროკურორო საბჭო კონსტიტუციურ ორგანოდ, რომლის ფუნქცია პროკურატურის დამოუკიდებლობის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება.


საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო. IDFI-ის მოსაზრებით, ამ პროცესის მნიშვნელობა საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გამყარებული. კერძოდ, “პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები უნდა გამოხატავდეს ხელისუფლების სურვილს ძირეული რეფორმა გაატაროს პროკურატურის სისტემაში. ტექნიკური ცვლილებები კანონში დააკნინებს ამ პროცესის მნიშვნელობას და შესაძლოა პროკურატურის დამოუკიდებელ, ნეიტრალურ და ანგარიშვალდებულ უწყებად ჩამოყალიბების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხოს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა ინიცირებული კანონის პროექტის შემდგომი დახვეწა.


კანონის პროექტის დახვეწისთვის IDFI ქვემოთ მოცემულ მოსაზრებებს სთავაზობს საქართველოს პარლამენტს.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/PrIME_Project_EU/opinion_on_draft_law_PSG_geo.PDF

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024