IDFI-ის ღია ლექცია: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 30 სექტემბერი 2022

28 სექტემბერი ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, მსოფლიო მასშტაბით მთელი კვირის მანძილზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მომუშავე ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში ცალკეულ ღონისძიებებს მართავენ. 

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კვირეულის ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, 30 სექტემბერს IDFI-მ საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო მონაცემების ღიაობის მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია ჩაატარა.

 

 

ლექციას უძვებოდნენ IDFI-ის წარმომადგენლები: თეონა ტურაშვილი (ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინვოაციების მიმართულებების ხელმძღვანელი) და გოგა თუშურაშვილი (კვლევითი მიმართულების ხელმშძღვანელი). ლექციის დასაწყისში მათ მონაწილეებს გააცნეს ინსტიტუტის საქმიანობა და მთავარი თემატური მიმართულებები, რის შემდეგაც სტუდენტებს ესაუბრებიან შემდეგ საკითხებზე:

 

- რა მნიშვნელობა აქვს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური კონტროლისთვის?

 

- როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის მოპოვება?

 

- როგორ იყენებს IDFI საჯარო მონაცემებს ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისთვის? 

 

- როგორ შეუძლიათ სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების საქმიანობის კონტროლში? 

 

ღონისძიების ბოლოს, ლექციის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია IDFI-ის ანალიტიკური სტატიების კონკურსის შესახებ, რომელში მონაწილეობა სტუდენტებსაც შეუძლიათ. კონკურსის მიზანია ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება.

 

საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების განკარგვა, ხელისუფლების საქმიანობის შეფასება/ხარჯები Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში, საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკა, ფინანსები და ა.შ. 

 

კონკურში გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია საკონკურსო პრიზები (I ადგილი - 1,000 ლარი; II ადგილი - 800 ლარი; III მესამე ადგილი - 600 ლარი). საუკეთესო 3 სტატია ასევე გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.  

 

ლექცია ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში და მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ამ კუთხით IDFI-ის გამოცდილების შესახებ. 




სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024