IDFI-ის საინფორმაციო შეხვედრა კასპის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | პუბლიკაციები | სტატია 29 მაისი 2019

IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე კასპის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ადგილობრივ საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და გასაბჭოების შესახებ ესაუბრა.

 

ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა 100 წლის წინანდელ გარდამავალ მოვლენებზე, როდესაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.


ლექციას დაესწრნენ და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, თანამშრომელმა ირაკლი ვეშაგურიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

 

მოსწავლეებმა გაიგეს მეტი, პირველი რესპუბლიკის და ქვეყნის ევროპული განვითარების, დამოუკიდებელ არჩევნების და პირველი რესპუბლიკის პოლიტიკოსთა პორტრეტების შესახებ. ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა ქვეყანაში საბჭოთა წყობის დამყარებაზე, არჩევნების ფაქტობრივ გაუქმებასა და თავისუფალი აზრის ჩახშობაზე, საბჭოთა სტალინურ ტერორზე, რამაც საქართველოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის ფორმატში აღნიშნულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

22.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025
განცხადებები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024