IDFI საგამოძიებო მედია ლაბის პარტნიორი გახდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 4 მაისი 2022

2022 წლის 2 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის (UG) საგამოძიებო მედია ლაბის პრეზენტაცია გაიმართა. მედია ლაბი აერთიანებს პრაქტიკულ კურსებს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ისწავლება.


ლაბორატორია სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს აკადემიურ კურსებსა და მოკლევადიან საგამოძიებო პრაქტიკულ პროექტებს, ასევე საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და ღია წყაროებით გამოძიების მეთოდების შესახებ.

 

IDFI აქტიურად ითანამშრომლებს საგამოძიებო მედია ლაბთან, ხოლო მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და ანალიტიკოსი, ნინო გოზალიშვილი მედია ლაბის მოწვეული ლექტორები იქნებიან. მათ მიერ სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში მომზადებული საგნები ინტეგრირდება მედია ლაბის პროგრამაში.

 

მედია ლაბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

2021 წლიდან IDFI და საქართველოს უნივერსიტეტი (UG) ახორციელებენ ერთობლივ სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამას - დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023