სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის შესახებ IDFI-მ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანგარიში 29 მარტი 2024

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 2024 წლის 29 მარტს პრეზენტაცია  გამართა, სადაც განხილულ იქნა საქართველოში სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პროგრესი და ძირითადი გამოწვევები.

 

გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი, ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი, ოთარ ჩახუნაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და ქორინ როთბლუმი, USAID კავკასიის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიესალმნენ დამსწრე საზოგადოებას.

 

მისასალმებელი სიტყვების შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსმა, გიორგი ლომთაძემ ისაუბრა სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის თაობაზე ძირითადი კონსტიტუციური სტანდარტების შესახებ, რის შემდგომაც გიორგი დავითურმა, IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, აუდიტორიას წარუდგინა ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

 

IDFI-ს ახალი ანგარიში ასახავს ამჟამინდელ მდგომარეობამდე განვითარებულ პოლიტიკის ცვლილებებს. მასში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ადგენს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გზით სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებულ სტანდარტს. თუმცა, ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგი ავლენს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სრულად არ აღსრულდება. კერძოდ, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს ყველა საერთო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ, 2024 წლის 26 მარტის მდგომარეობით, ინფორმაცია რვა სასამართლოს მიერ გაიცა. ამავდროულად, სასამართლო აქტების პროაქტიული გამოქვეყნება ecd.court.ge-ზე არ განახლებულა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთო სასამართლოების, საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პარლამენტის,  სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები, აკადემიური სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

 

ანგარიში: სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა: პროგრესი და საკვანძო გამოწვევები

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024