IDFI-მ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 ნოემბერი 2016

29-30 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა უმასპინძლა 2 დღიან სამუშაო შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი და საქართველო).


შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფო შესყიდვების 25-მა ექსპერტმა (სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან) იმსჯელა სამიზნე ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების სისტემებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, სახელმწიფო შესყიდვების სისტემების შეფასების საერთაშორისო სტანდარტებზე და მეთოდოლოგიებზე.


შეხვედრა გაიმართა პროექტის - „გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - საჯარო შესყიდვების კანონმდებლობისა და მისი აღსრულების შეფასება ევრაზიის რეგიონში“ ფარგლებში, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შეფასების მექანიზმის შემუშავება და ამ მექანიზმის საშუალებით კანონმდებლობის და მისი აღსრულების პრაქტიკის შეფასება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.


სამუშაო შეხვედრის შედეგად, მონაწილეები შეთანხმდნენ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და მისი აღსრულების შეფასების მეთოდოლოგიის საბოლოო ვერსიაზე, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტის მიმდინარეობისას. მეთოდოლოგია დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებზე და ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას შესყიდვების სფეროში.


შემუშავებული მეთოდოლოგია უნიკალურია იმ მხრივ, რომ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ექსპერტების თანამშრომლობის ერთობლივ შედეგს. მეთოდოლოგია ყურადღებას ამახვილებს შესყიდვების კანონმდებლობების სისრულესა და შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობაზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024