IDFI-მ ცენტრალური აზიის ქვეყნების დელეგაციას უმასპინძლა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 ივლისი 2021

2021 წლის 5-9 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) უმასპინძლა დელეგაციას ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან. სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო ევრაზიის ფონდის (Eurasia Foundation) მიერ ცენტრალურ აზიაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

 

სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეები გაცნობოდნენ საქართველოს გამოცდილებას ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით, განსაკუთრებით ღია ბიუჯეტირებასა და საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ მართვასთან დაკავშირებით. სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს აინტერესებდათ საქართველოს გამოცდილება ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) ჩართულობასთან და ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Survey)მეხუთე პოზიციის დაკავებასთან დაკავშირებით.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სასწავლო ვიზიტის მონაწილეებისათვის შეადგინა ხუთ დღეზე გადანაწილებული დღის წესრიგი. სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს შეხვედრები ჰქონდათ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან, საქართველოს პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI)წარმომადგენლებთან. ამავდროულად, სასწავლო ვიზიტის მონაწილეები ეწვივნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და რუსთავის იუსტიციის სახლს.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)მომავალშიც გეგმავს ანალოგიური სასწავლო ვიზიტების მასპინძლობას, და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხარდაჭერას და მათთვის ღიაობის და გამჭვირვალობის მიმართულებით ცოდნის გაზიარებას.

 

          

 

         

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024