შეხვედრა გორის ახალგაზრდობასთან - ​​გაყალბებული ისტორია და ტრიუმფალური 9 მაისი: ისტორია და თანამედროვეობა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 17 მაისი 2022

ისტორიის ფალსიფიცირება, ფაქტების დამახინჯება და კონტექსტის გარეშე გამოყენება ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელსაც რუსულ ჰიბრიდულ ომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

 

დღეს, დეზინფორმაციული ნარატივები ცდილობს რუსეთი წარმოაჩინოს “დამცველ” და “განმათავისუფლებელ” ძალად, ამისთვის კი, ერთი მხრივ, ისტორიულ ნარატივებს, მეორე მხრივ კი - გამარჯვების ინსტრუმენტალიზაციას მიმართავს.

 

9 მაისის აღნიშვნას ქალაქ გორში განსაკუთრებულად სენსიტიური დატვირთვა აქვს და ზოგიერთი ჯგუფისთვის ძირითადად სტალინის სახელთან და მის პირად გამარჯვებასთან ასოცირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესებულია ახალი კითხვების დასმითა და 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობაზე დისკუსიის გამართვით. 

 

საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის გაკვეთილებიდან, ისტორიული ნარატივების მონოპოლიზება და მისი გადაწერა, ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე, ეფექტური იარაღია. ამრიგად, ისტორია და მის ინტერპრეტირებაზე ჰეგემონიის ამბიცია კრემლის ინტერესებში კვლავ მოექცა და მისი ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. რუსული ისტორიული პროპაგანდა არ შეეხება მხოლოდ რუსეთის ფედერაციასა და რუს ხალხს, არამედ მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე სხვა ერების სანდოობის შელახვა და მათი ისტორიული ნარატივების მონოპოლიზება. 

 

ზემოხსენებულ საკითხებსა და 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობაზე სასაუბროდ, 13 მაისს გორის ადგილობრივ მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდნენ IDFI-ის დეზინფორმაციისა და მეხსიერების მიმართულების გუნდის წევრები- ნინო გოზალიშვილი და ანტონ ვაჭარაძე. დისკუსია სათაურით -  ​​“გაყალბებული ისტორია და ტრიუმფალური 9 მაისი: ისტორია და თანამედროვეობა” - შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ისტორიული და თანამედროვე დეზინფორმაციული ნარატივები, ისტორიის ანექსია და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ნარატივის მონოპოლიზება რუსეთის მიერ. დისკუსია პროექტის ადგილობრივი პარტნიორის- „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ ორგანიზებით, გორის ხელოვნების სახლში გაიმართა. 

 

დისკუსია შედგა საქართველოს ინფორმაციული ინტეგრირების  პროგრამის (GIIP) მიერ დაფინანსებული პროექტის - “სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”- ფარგლებში. 

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023