გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში IDFI-მ გურიის რეგიონში ტრენინგები გამართა

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 სექტემბერი 2022

2022 წლის 20 და 21 სექტემბერი, გურიის რეგიონი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში გურიის რეგიონის სამ თვითმმართველ ერთეულში - ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი გამართეს.

 

გლობალური მიზნების კვირეული სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და აკადემიის 170-ზე მეტი წარმომადგენლის მიერ აღებული ერთობლივი ვალდებულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების დაჩქარებას ისახავს მიზნად.

 

გლობალური მიზნების კვირეული გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულს ემთხვევა, რაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის SDG-ების შესახებ ახალი იდეების გაზიარების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს. 

 

IDFI-ის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებთან SDG-ების ლოკალიზებისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ღონისძიებათა სამოქმედო სამოქმედო გეგმაში მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის (გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება) ამოცანების ასახვაზე ისაუბრეს. შეხვედრებში ჯამში 50-მდე პირი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი და საკრებულოს წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

 

ტრენინგს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსები - დავით ერისთავი და გვანცა ნიკურაძე უძღვებოდნენ.

 

შეხვედრები ჩატარდა პროექტის - „გენდერული თანასწორობა გურიის მდგრადი განვითარებისთვის“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს IDFI, გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Dekabristen e.V.-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი წარმოადგენს პროგრამის - SDG LENS. მდგრადი განვითარების მონიტორინგი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში - ნაწილს, რომელიც ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის - თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან - ფარგლებში.

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

13.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024