IDFI-მ ქალაქ ფოთში რეპრესირებულთა შესახებ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 1 აგვისტო 2022

2022 წლის 29 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართა პრეზენტაცია რეპრესირებულთა საკითხზე და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო“ ჩვენება.

 

ფილმი „დახვრეტილთა სასაფლაო“ მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი.

 

ფილმის ჩვენებამდე გაიმართა პრეზენტაცია, საქართველოში 1937-1938 წლების დიდი ტერორის შესახებ, რომელშიც IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მიმოიხილა 1930-იანი წლების სტალინური რეპრესიები, დამსწრეებს გააცნო ისტორიები ამ ეპოქიდან, ასევე სამარხების აღმოჩენისა და პოლონელ სპეციალისტებთან და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან ერთად დამუშავების ისტორია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე საქართველოში რეპრესირებულთა სოციალური დაცვისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სავალალო მდგომარეობას, რომლის გამოსასწორებლადაც IDFI წლებია მუშაობს.

 

საინფორმაციო შეხვედრგაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023