IDFI-მ პოლონეთში პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 11 აგვისტო 2023

2023 წლის 8-11 აგვისტოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაციებში პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში.

 

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე ახლოს გაეცნენ პარტნიორი ორგანიზაციების მუშაობას, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და შეათანხმეს უკვე არსებული პროექტების დეტალები.

 

პირველ და მეორე დღეს ვიზიტი განხორციელდა ცენტრ კარტას (Fundacja Ośrodka KARTA) აღმოსავლეთ ევროპის სახლსა და ოფისში. ცენტრი კარტა 40 წლის წინ დაარსებული დისიდენტური ორგანიზაციაა, რომელიც აგროვებს და ინახავს არქივებს, მათ შორის მათთან ინახება სოლიდარობის მოძრაობის არქივიც. კარტას შემუშავებული აქვს უნიკალური მეთოდოლოგია, რომლითაც, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, მკითხველს უყვება ამა თუ იმ ეპოქისა და მოვლენის შესახებ თვითმხილველების მიერ გადმოცემულ ამბავს. IDFI-ის წარმომადგენლებმა და კარტას დამაარსებელმა, ზბიგნევ გლუზამ ადგილობრივ მკვლევრებთან ერთად ისაუბრეს ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით 2 წიგნის ერთობლივ გამოცემაზე მომავალი წლების განმავლობაში და კონკრეტული აქტივობებიც დაგეგმეს. 

 

 შემდეგი შეხვედრა გაიმართა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში (Instytut Pamięci Narodowej). აღნიშნული ორგანიზაცია, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, არის პოლონეთის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული მეხსიერების პოლიტიკასა და არქივებზე, ასევე გააჩნია ლუსტრაციის უფლებამოსილებები. IDFI-ის წარმომადგენლებს ინსტიტუტში შეხვდნენ ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, კჟიშტოფ შვაგჟიკი, დეპარტამენტის დირექტორი, ანა შელონგი და მისი მოადგილე, რაფალ მიხლინსკი. გიორგი კლდიაშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა 2022 წელს, აჭარაში აღმოჩენილ მასობრივ სამარხზე განხორციელებული ექსჰუმაციისა და კვლევის ჩატარებისთვის. კჟიშტოფ შვაგჟიკმა ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალზე, რაც სამარხების კვლევაში წარმოიშობა და რამდენიმე აუცილებელი სასარგებლო რჩევა მისცა IDFI-ის წარმომადგენლებს. ორგანიზაციებმა ისაუბრეს არა მხოლოდ ამ კუთხით კვლევის გაგრძელებაზე, არამედ განიხილეს რამდენიმე საინტერესო გეგმა, მათ შორის ქართველი სპეციალისტების გადამზადება პოლონეთში, საზაფხულო სკოლა საქართველოში და ა.შ.

 

ვიზიტის დასკვნით დღეს, შეხვედრა გაიმართა იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრში (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego). IDFI აღნიშნულ ორგანიზაციასთან ერთად უკვე მუშაობს ორკომპონენტიან პროექტზე, რომელიც მოიცავს:

 

- 2023 წლის ოქტომბერში, აჭარაში აღმოჩენილი პირველი მასობრივი სამარხების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას;

- აჭარაში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ წიგნის მომზადებასა და გამოცემას ქართულ ენაზე. 

 

ორგანიზაციებმა განიხილეს ზემოხსენებული აქტივობების კონკრეტული დეტალები.

 

IDFI სიამაყით თანამშრომლობს აღნიშნულ პოლონურ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით მეხსიერების კვლევების მიმართულებით. ორგანიზაციები ფიქრობენ, გააფართოონ მუშაობა უახლოესი წარსულის, განსაკუთრებით ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების კვლევის კუთხით. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024