IDFI-მ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესახებ რიგით მესამე ზამთრის სკოლა გამართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 14 თებერვალი 2024

2024 წლის 9-13 თებერვალს, IDFI-მ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, ზამთრის სკოლა „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ გამართა. ზამთრის სკოლა მესამედ გაიმართა და მის მთავარ მიზანს, პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, არსებულ გამოწვევებზე დისკუსიების წარმართვისა და შეხედულებების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

 

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გათვალისწინებით, ზამთრის სკოლის თემატიკა დიდწილად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ დათქმებსა და თანმდევ საკითხებს შეეხებოდა.

 

ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე, ზამთრის სკოლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და შესარჩევ კონკურსში გამარჯვება მიულოცეს IDFI-ს პროგრამების დირექტორმა - ლევან ავალიშვილმა, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა/მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ - ერიკ ილესმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ -  თეიმურაზ ტუღუშმა და IDFI-ს კანონის უზენაესობისა და მედიის მიმართულების ხელმძღვანელმა - გიორგი დავითურმა.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღო 24-მა მონაწილემ, მათ შორის იყვნენ როგორც სტუდენტები, ასევე საჯარო მოხელეები. ისინი რამდენიმესაფეხურიანი კონკურსის შედეგად შეირჩნენ. 

 

ზამთრის სკოლაში მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ სხვადასხვა პროფესიული და აკადემიური გამოცდილების მქონე ექსპერტები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე -  თეიმურაზ ტუღუში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი  - კონსტანტინე კორკელია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი -  დავით ჯანდიერი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი - ვანო ჩხიკვაძე, პლატფორმა „კომენტარის“ თანადამფუძნებელი, სამართლის პოლიტიკის მიმართულების რედაქტორი  - სოფო ვერძეული, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი - გურამ იმნაძე, Gnomon Wise-ის მკვლევარი - დავით ზედელაშვილი. 

 

მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები და მონაწილეობა მიიღეს თანმდევ დისკუსიებში შემდეგი შინაარსობრივი საკითხების ირგვლივ:

 

1. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, სახელმწიფოს ბოჭვა ადამიანის უფლებებით და საკონსტიტუციო სასამართლოს როლი;

 

 

2. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შინაარსი და მისი  გამოყენების პერსპექტივა;

 

 

3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი, დანიშნულება, მიმართვის წესი, სტანდარტების და პრეცედენტების გამოყენება ეროვნულ დონეზე;

 

 

4. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტები და დათქმები;

 

 

5. მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში: რეფორმის ტალღები და არსებული გამოწვევები;

 

 

6. მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება და კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარული მექანიზმი - "ვეთინგი";

 

 

7. უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობა;

 

 

 8. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დეოლიგარქიზაცია;

 

 

9. სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საზოგადოებრივი საზედამხედველო ფუნქცია;

 

 

10. დამოუკიდებელი ინსტიტუტების როლი და არსებული გამოწვევები;

 

 

11. ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნებისთვის სახელმწიფოთაშორისო მექანიზმების გამოყენება და საქართველოს გამოცდილება.

 

ზამთრის სკოლის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. 

 

ფოტო გალერეა

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024