IDFI-მ ვახტანგისსა და იორმუღანლოში NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 30 ოქტომბერი 2023

 

2023 წლის 18 და 25 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში და 26 და 29 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის დაფინანსებული პროექტის - „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“  ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

 

სოფელ ვახტანგისში ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ნურანა მუსალი, სოფელ იორმუღანლოში - აიჰან ჰასანლი. მათ ისაუბრეს ნატო-ს ძირითად პრინციპებსა და მიზნებზე, ნატო-ს როლზე კონფლიქტების მოგვარებაში, ყურადღება გაამახვილეს ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობაზე, ასევე განიხილეს ნატო-ს შესახებ რეგიონში გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები და ამ ნარატივების გაბათილების მექანიზმები.

 

სატრენინგო სესიებზე მოწვეულმა ტრენერმა, ნოდარ ქირიამ ისაუბრა თანამედროვე ინტერნეტსივრცეში დეზინფორმაციის მრავალფეროვნებასა და მისგან თავდაცვის მნიშვნელობაზე. მან ტრენინგის მონაწილეებს თეორიული რჩევები მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება სიახლეების გაცნობისას იმისათვის, რომ დეზინფორმაციის ნარატივი არ გავიზიაროთ. ტრენინგის მეორე ნაწილში ნოდარ ქირიამ წარმოადგინა  სხვადასხვა მარტივი და პრაქტიკული  ონლაინ პლატფორმა, რომელთა საშუალებითაც კონტენტის პირველწყაროს მოძიება და ნებისმიერი სიახლის გადამოწმებაა  შესაძლებელი. 

 

პროექტი „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“   მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრას; უსაფრთხოების გარანტიების გაცნობას, რომელსაც საქართველო მიიღებს ნატოს წევრობის შემთხვევაში; ნატოს და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საქართველოში, ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობას დეზინფორმაციის მიმართ.

 

ღონისძიების მონაწილეებს სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.

 

ღონისძიება განხორციელდა NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024