IDFI-მ ახალქალაქსა და თბილისში NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 24 ოქტომბერი 2023

2023 წლის 15 და 22 ოქტომბერს, ახალქალაქსა და თბილისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის დაფინანსებული პროექტის - „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“  ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

 

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციის მიმართ დაუცველნი არიან, განსაკუთრებით კი ნატო-ს საკითხთან მიმართებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ენობრივი ბარიერით და რუსული მედიასაშუალებებით სარგებლობით. პროექტი მიზნად ისახავს, აღნიშნული ბარიერების წინააღმდეგ ბრძოლას, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრას; უსაფრთხოების გარანტიების გაცნობას, რომელსაც საქართველო მიიღებს ნატოს წევრობის შემთხვევაში; ნატოს და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საქართველოში, ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობას დეზინფორმაციის მიმართ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა, ახალქალაქსა და თბილისში გამართული ღონისძიების მონაწილეებს პროექტის შესახებ გააცნეს ინფორმაცია. სატრენინგო სესიების უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები გოარ აღჯოიანი და ნოდარ ქირია. 

 

გოარ აღჯოიანმა ისაუბრა ნატო-ს დაარსების ისტორიაზე, მის ძირითად პრინციპებზე, მიზნებსა და ღირებულებებზე, ამავდროულად, სხვადასხვა ასპექტით განიხილა ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობა, ყურადღება გაამახვილა ნატო-ს როლზე კონფლიქტების მოგვარებაში, კრემლის დეზინფორმაციის მახასიათებლებსა და სამცხე-ჯავახეთში ნატო-ს შესახებ გავრცელებულ მითებზე, ჯგუფური მუშაობის ფარგლებში კი აღნიშნული მითების გავრცელების მექანიზმებსა და გაბათილების საშუალებებზე.

 

Ნოდარ ქირიამ ისაუბრა ინფორმაციის გადამოწმების მეთოდებსა და დეზინფორმაციის ამოცნობის გზებზე. კერძოდ, როგორ არის შესაძლებელი ინფორმაციის პირველწყაროს მარტივად მოძიება და ამ გზით დეზინფორმაციის გამავრცელებლის ვინაობის გარკვევა. ასევე, ყურადღება გაამახვილა მეთოდებზე, რომლებსაც ანტიდასავლური ძალები იყენებენ მკითხველთა შეხედულებებზე ზემოქმედებისთვის და ხელსაწყოებზე, რომელთა საშუალებითაც თავდაცვაა შესაძლებელი.

 

ღონისძიების მონაწილეებს სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.

 

ღონისძიება განხორციელდა NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024