IDFI-მ კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივ გარანტიებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 25 ნოემბერი 2021

2021 წლის 25 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივ გარანტიებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

სამუშაო შეხვედრაზე IDFI-მ ქვეყანაში ციფრული უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ მომზადებული უახლესი კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა. კერძოდ, კვლევა ინფორმაციული უსაფრთხოების კანონში ახლადშეტანილი ცვლილებების ფონზე, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს და ამ კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ საჭირო საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს მიმოიხილავს. IDFI-მ კვლევის ფარგლებში ონლაინ კონტენტის მანიპულაციისა და ციფრული წიგნიერების კუთხით მთავარი გამოწვევების, საჭიროებებისა და მიმდინარე ტენდეციების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მედიის, კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა.

 

სამუშაო შეხვედრას პერსონალური მონაცემების დაცვის ექსპერტები, იურისტები, კომერციული ბანკების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორებთან ერთად მხარეებმა კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების უკეთ დაცვის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს და შემდგომი ნაბიჯებიც განსაზღვრეს.

 

სამუშაო შეხვედრა პროექტის - „ციფრული კონფიდენციალობა საქართველოში” - ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოში ციფრული კონფიდენციალობის კუთხით არსებული მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირებასა და ამ კუთხით ადვოკატირების დაწყებას ისახავდა მიზნად. პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და Internews-ის მიერ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024