IDFI-იმ საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 1 ოქტომბერი 2020

30 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მიზანი იყო საჯარო დაწესებულებების წარმომადგნელებისთვის საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, საქართველოში ამგვარი სისტემების გამოყენების შემთხვევების იდენტიფიცირება და ამ საკითხზე საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის ჩვენება.

 

IDFI გეგმავს შეისწავლოს საჯარო დაწესებულებების მიერ ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების პრაქტიკა და გამჭვირვალობის სტანდარტები. ამისთვის ინსტიტუტმა გააგზავნა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში. ამ შეხვედრის მეშვეობით საჯარო მოხელეები გაეცნენ კვლევის მიზანს, მეთოდოლოგიას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილის პუნქტებსა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების საერთაშორისო მაგალითებს.

 

შეხვედრა გახსნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების  დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა. რის შემდეგაც, პროექტის მოწვეულმა ექსპერტმა, ნატა გოდერძიშვილმა გააკეთა პრეზენტაცია ხელოვნური ინტელექტის არსის და საჯარო სექტორში გამოყენების პრაქტიკის შესახებ. ბოლოს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა მედია, ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა.

 

სამუშაო შეხვედრა დასრულდა დისკუსიით სხვადასხვა უწყებებში ამჟამად მოქმედი ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების მაგალითებისა და მნიშვენლობის შესახებ.

 

შეხვედრა გაიმართა IDFI-ის მიერ, პროექტის  - „გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში“ - ფარგლებში, რომელიც მხადაჭერილია არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მიერ. ინიციატივის მიზანია საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024