IDFI-მ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 სექტემბერი 2023

2023 წლის 28 სექტემბერს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

გამომდინარე იქედან, რომ ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვის დასკვნაში, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, საქართველოს ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, სამუშაო შეხვედრა ამ კუთხით საერთაშორისო სტანდარტების, მიმდინარე ტენდენციებისა და საქართველოს საჭიროებების განხილვას დაეთმო.

 

IDFI-მ დამსწრე საზოგადოებას ამ საკითხებზე შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი წარუდგინა, რომელშიც მიმოხილულია კორუფციასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის მნიშვნელობა, ამ მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციები და საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებები. გარდა ამისა, შეხვედრის დროს ხაზგასმულ იქნა ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ მონაცემების გამოქვეყნების კარგი პრაქტიკა და ღია ფორმატში გამოქვეყნების სტანდარტები.

 

შეხვედრის მეორე ნაწილი ანალიტიკური სტატიების კონკურსის ”მონაცემები ცვლილებებისთვის” გამარჯვებულების დააჯილდოებას დაეთმო. IDFI-ის ანალიტიკური სტატიების კონკურსს ყოველწლიური ხასიათი აქვს და მისი მიზანი ღია მონაცემების დამუშავებაზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისებაა. კონკურსის პირველი ადგილი ნინო ჩანადირმა მოიპოვა, რომლის ნაშრომიც „რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებას” მიეძღვნა.  კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი ნინო ბრეგაძე გახდა, ანალიტიკური ნაშრომით „ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში”, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ლალი ყურაშვილი, ანალიტიკური სტატიით „საქართველოს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების უმუშევრობის დონე”.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრა გაიმართა პროექტის - „ღია მონაცემების სტანდარტების ამაღლება და გამოყენების წახალისება საქართველოში”- ფარგლებში, საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის (IMS) ფინანსური მხარდაჭერით. ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია ღია მონაცემების (განსაკუთრებით, ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების) სტანდარტების ადვოკატირება და დაინტერესებული მხარეებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023