IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 ოქტომბერი 2019

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა - IDFI-მ ამ თემაზე კიდევ ერთი, 2 დღიანი ტრენინგი ჩაატარა, რომელშიც მედია საშუალების წარმომადგენლები და პროკურორები მონაწილეობდნენ. 

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა; ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის პროექტის კოორდინატორმა ინა გრიგალაშვილმა; და პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ.

 

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორის ქრისტინე მორგოშიას აზრით, ტრენინგზე განხილული ისეთი საკითხები, როგორებიცაა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლენის ცალკეული შემთხვევები და მათზე რეაგირების ეფექტიანი საშუალებები და ა.შ. მნიშვნელოვანია პროკურორების ცნობიერების ამაღლებისათვის. „გარდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მიღებული დამატებითი ინფორმაციისა, მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული დანაშაულის მიზეზების, პროგრესირებისა და მათზე გავლენის მქონე ფაქტორების ანალიზი. საკითხები, რომლებსაც მოიცავდა ტრენინგი, საინტერესო იყო როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე მეცნიერულ და ისტორიულ ჭრილში საკითხის დანახვისა და კომპლექსური ანალიზისათვის.“ 

 

ნანა გუგუტიშვილი - მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე: "სიძულვილით მოტივირებული დანაშულების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა აღიარებულია ქვეყნის ხელისუფლების მიერ. აღნიშნულ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროკურატურა - როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანო. მე, როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა, აღნიშნული ტრენინგით გავიღრმავე ცოდნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე სიძულვილის ენის შესახებ, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გავეცანით სიძულვილის ენის გავლენას თანასწორობაზე. ასევე, ტრენინგის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა სიძულვილის ენის და გამოხატვის თავისუფლების საკითხების განხილვა, მათი კვეთა და გამიჯვნა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სქესის, გენდერის და ორიენტაციის საკითხების განხილვა და ტერმინოლოგიის განმარტება, რაც დაგვეხმარება მომავალში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირებაში. მიღებული ცოდნა, სამომავლოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიძულვილის მოტივით ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებას და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.“

 

ემზარ გაგნიძე -ტრენინგის მონაწილე პროკურორი: „ტრენინგი იყო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროა, ყველა მოქმედი პროკურორი იყოს ინფორმირებული დისკრიმინაციის საკითხებზე და ვფიქრობ, ამ კუთხით ტრენერებმა ამომწურავი და კვალიფიციური დახმარება გაგვიწიეს.“ 

 

ტრენინგს უძღვებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე - ეკატერინე სხილაძე და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მრჩეველი გენდერის საკითხებში - ეკატერინე აღდგომელაშვილი.


ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024