IDFI-მ ქუთაისში საბჭოთა ოკუპაციის თემაზე საჯარო ლექცია გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 3 ნოემბერი 2023

2023 წლის 2 ნოემბერს, ქუთაისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რეგიონული ინიციატივების ცენტრის ,,ნათელი მომავლის“ პროექტის "ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით" ფარგლებში, საშემოდგომო სკოლის მონაწილეებისთვის ლექცია გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს რეგიონული ინიციატივების ცენტრის "ნათელი მომავლის" ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის საკითხზე და, ამ მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიამრთულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, ლექციის ფარგლებში, ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციასა და მის შედეგებზე საქართველოს მეხსიერებაში. განიხილა 70-წლიანი ოკუპაციისა და საბჭოთა რეპრესიის გამომწვევი მიზეზები და მიმდინარეობა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნისა და 3-წლიანი დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და განმაპირობებელ ფაქტორებზე. ასევე, დამსწრე ახალგაზრდებს წარუდგინა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, საგარეო საქმეთა მინისტრის, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის საფრანგეთში, აკაკი ჩხენკელის (1874-1959) მემორიალური ალბომი. ისაუბრა მემორიალური ალბომის შინაარსსა და გამოყენებულ საარქივო მასალათა მნიშვნელობაზე, მიმოიხილა აკაკი ჩხენკელის განსაკუთრებული როლი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შექმნაში.

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. ალბომის გამოცემა დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.

 

შეხვედრის დასასრულს, ანტონ ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

 

-

 

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. SIDA შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024