IDFI-მ ქ. გორის №3 და №9 საჯარო სკოლებში ვებგვერდის gorimaps.ge-ს პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 25 მარტი 2024

2024 წლის 20-22 მარტს ქალაქ გორის №3  და ვაჟა-ფშაველას სახელობის №9 საჯარო სკოლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის “აღმოაჩინე გორის” ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის - www.gorimaps.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

 

პროექტმა "აღმოაჩინე გორი" ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი ლოკაციები და პერსონები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებულ სხვადასხვა ისტორიულ და მივიწყებულ ლოკაციასა და სახლ-მუზეუმებთან აღიმართა საინფორმაციო დაფები, რომლებიც ქალაქის მივიწყებულ ისტორიებს ჰყვება, შეიქმნა „იდენტობის რუკა“ და ვებგვერდი www.gorimaps.ge, სადაც რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა და საარქივო დოკუმენტია ატვირთული.

 

IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ იცოდეს უფრო მეტი დეტალი საკუთარი რეგიონის შესახებ, შეაფასოს საკუთარი ისტორია მაქსიმალურად ობიექტურად, ვინაიდან სწორად გააზრებული ისტორიული წარსული საზოგადოების განვითარებისა და პროგრესის საწინდარია.

 

შეხვედრებს ესწრებოდა 100-მდე მოსწავლე და მასწავლებელი, მათ შორის გორის გამოჩენილი ადამიანების ტრიფონ გამსახურდიას, შალვა ხერხეულიძისა და გურამ პაპიტაშვილის შთამომავლები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მათი წინაპრების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებაზე. IDFI-მ მზაობა გამოხატა შემდგომში მათ მიერ მოწოდებული საოჯახო არქივი  “აღმოაჩინე გორის” ვებგვერდზე www.gorimaps.ge-ზე განათავსოს.

 

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა დისკუსია საპრეზენტაციო თემის ირგვლივ. მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები ვებგვერდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

 

ღონისძიება განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024