IDFI-მ მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) კვლევის რეგიონული შედეგების პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 5 ივლისი 2022

2022 წლის პირველ ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) კვლევის რეგიონული შედეგების ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ონლაინ ღონისძიების მთავარ მიზანს მონაცემების გლობალურ ბარომეტრის თემატური მოდულების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის შედეგების მთავარი მიგნებების, გამოწვევებისა და რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა. 

 

დასაწყისში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და პროექტ “მონაცემთა გლობალური ბარომეტრის” დირექტორმა, სილვია ფუმეგამ. 

 

“მოხარული ვარ, რომ სწორედ IDFI-ს ერგო პატივი, გამხდარიყო მონაცემების გლობალური ბარომეტრის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჰაბი. კერძოდ, ჩვენი ორგანიზაცია კოორდინაციას უწევდა შეფასების პროცესს შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი” - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში გიორგი კლდიაშვილმა. 

 

სილვია ფუმეგამ მისასალმებელ სიტყვაში ღია მონაცემების მნიშვნელობასა და მის სწორად წარმოებაზე ისაუბრა, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების, კერძოდ მათი კონფიდენციალობის დაცვას, ციფრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების გამოყენებას და ა.შ. გარდა ამისა, ქალბატონმა ფუმეგამ ხაზი გაუსვა ღია მონაცემების როლს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში.  

 

ონლაინ ღონისძიების პირველ ნაწილში IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის | ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა წარმოდგინა GDB-ის ძირითადი მიგნებები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ასევე, კვლევის შემდეგად გამოკვეთილი მთავარი გამოწვევები და საჭიროებები. რეგიონული ტენდეციების წარდგენის შემდეგ,  რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა უფრო დეტალურად მიმოიხილეს ცალკეული ქვეყნების შედეგები, მიღწევები და გამოწვევები. მოხსენებები გააკეთეს: არპინე მაჟინიანმა (სომხეთი), იგბალ საფაროვმა (აზერბაიჯანი), რუსტამ მუჰამედოვმა (თურქმენეთი), ჰურიატ ხუდოიკულოვამ (უზბეკეთი) და დავით ერისთავმა (საქართველო - IDFI). პრეზენტაციებს მოჰყვა პანელური დისკუსია ეროვნული მკვლევრების მონაწილეობით, რომლის დროსაც ისაუბრეს მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, პოზიტიური ცვლილებებისთვის სხვადასხვა დაინტერესებული მხარის როლზე, ასევე, მულტისექტორული თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ღონისძიების ბოლო ნაწილში, მონაწილეებს პროექტის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენლების, მკვლევრებისა და კოორდინატორებისთვის შეკითხვების დასმის, ასევე დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.

 

მონაცემების გლობალური ბარომეტრი ზომავს მონაცემების მდგომარეობას 109-ზე მეტ ქვეყანაში მართვის, ხელმისაწვდომობის, შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის გამოყენების თვალსაზრისით. ბარომეტრი შეფასებას რამდენიმე ქვეკატეგორიის მეშვეობით ახორციელებს: კლიმატის ცვლილებების მართვა, ჯანდაცვა და COVID-19, კომპანიების რეესტრი, მიწათსარგებლობა, პოლიტიკური კეთილსინდისიერება, საჯარო ფინანსები და სახელმწიფო შესყიდვები.

 

ბარომეტრი არის მონაცემთა განვითარების ქსელის (D4D.net) თანამშრომლობითი პროექტი, რომლის მიზანია შეიმუშავოს ახალი საორიენტაციო ნიშნული მონაცემთა განვითარების, ღია მონაცემთა დანერგვისა და მონაცემთა სამართლიანობის მდგომარეობის უფრო სრულყოფილი შესწავლისთვის მსოფლიო მასშტაბით. GDB ხორციელდება რეგიონული ჰაბებისა და თემატური პარტნიორების დახმარებით. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ჰაბის როლს ასრულებდა. 

 

ღონისძიება გაიმართა ლათინური ამერიკის ღია მონაცემთა ინიციატივის (ILDA) მხარდაჭერით. GDB-ის პროექტში IDFI-ის და ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ეროვნული მკვლევრების ჩართულობას ასევე მხარს უჭერდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) EECA-ის რეგიონული ოფისი.

 

ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

/public/upload/Analysis/Geo GDB-compressed.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023