IDFI-მ პროექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ დახურვის ღონისძიება გამართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 24 თებერვალი 2022

2022 წლის 24 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით,  პროექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ დახურვის ღონისძიება გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ, ლუს ლამერტსიმ.

 

ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის აქტივობები და მიღწევები, ასევე, შედგა  პროექტის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციების პრეზენტაცია. მომხსენებლები იყვნენ ქეთევან კუკავა - IDFI-ს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც წარადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები, ასევე, ისაუბრა ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების ევროპულ სტანდარტებზე; სალომე ჩხაიძე - IDFI-ს იურისტი/მკვლევარი, რომელმაც მიმოიხილა გენეტიკური მონაცემების დამუშავების საკითხი; ნატა ახალაძე - IDFI-ს იურისტი, მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებზე; ესეების კონკურსის გამარჯვებულები: ნათია მეფარიშვილი თემით - სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება; თამარ მეხრიშვილი - მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები; მარიამ გიორგაძე - სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება; ასევე, ნიკოლოზ ბრეგვაძე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტი, რომელმაც წარადგინა ფინანსურ სექტორში ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მონაცემთა დამუშავების შესახებ მის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები.

 

პროექტი 2020 წლის პირველ დეკემბერს დაიწყო და ის მიზნად  საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმის გაძლიერებას ისახავდა.

 

„მონაცემთა დამუშავება სულ უფრო ფართომასშტაბიან სახეს იძენს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ხოლო ტექნოლოგიების განვითარება პოტენციურად ზრდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის რისკებს. სწორედ ამიტომ ჩვენი პროექტის მიზანი იყო პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, არსებულ გამოწვევებზე დისკუსიების წახალისება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება.“ - განაცხადა IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა, ქეთევან კუკავამ.

 

პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა:

 

- ჩატარდა პირველი საზაფხულო სკოლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე;

 

- გამოცხადდა ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის და გამოქვეყნდა ესეების კრებული;

 

- ჩატარდა ტრენინგები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის;

 

- გამოქვეყნდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების კრებული, ასევე კვლევა ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების დამუშავების ევროპული სტანდარტების შესახებ;

 

- ექსპერტის ჩართულობით მომზადდა თემატური სახელმძღვანელოები ცალკეულ სექტორებში მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024