ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა ქსელი (FOIAnet)

კოალიციური საქმიანობა 6 სექტემბერი 2017

ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა ქსელი (FOIAnet) არის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო ქსელი, რომლის წევრი ორგანიზაციები და ინდივიდები ცდილობენ დაამკვიდრონ და დაიცვან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება.

 

FOIAnet-ი შეიქმნა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ 2002 წლის 28 სექტემბერს სოფიაში გამართულ ღონისძიებაზე. მას შემდეგ, ქსელი გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს 240-ზე მეტ ორგანიზაციასა და 700-ზე მეტ კერძო პირს.

 

FOIAnet-ი მართავს სპეციალურ სადისკუსიო სიას, რომლის საშუალებითაც მისი წევრები იგებენ ახალ ამბებს და მართავენ დისკუსიებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებით. ამ სიაში ამჟამად 815-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, იურისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ინფორმაციის კომისიონერები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები. ქსელის ინიციატივით ყოველი წლის 28 სექტემბერს აღინიშნება ცოდნის უფლების საერთაშორისო დღე.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), როგორც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების აქტიური მხარდამჭერი, FOIAnet- ის წევრი 2010 წლიდან არის.

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024