IDFI-მ სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები 17 თებერვალი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.  სახალხო დამცველის 2019 წლის 11 ნოემბრის N1459 კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ნორმებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევას არეგულირებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოქმედი წესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

 

2019 წლის 17 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

 

IDFI მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული პროცედურა  ვერ უზრუნველყოფს საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების პრაქტიკული და ეფექტური რეალიზების შესაძლებლობას;

 

- პირველი ფარული კენჭისყრის დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ  არაინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ქმნის რისკს იმისა, რომ კანდიდატები, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევიან, თვითნებურად და დაუსაბუთებლად გამოეთიშონ შერჩევის პროცესს;

 

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას სამ ეტაპიანი ფარული კენჭისყრა გამორიცხავს დასაბუთების შესაძლებლობას და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკს წარმოშობს, რაც კონსტიტუციის მოთხოვნებსა და ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება;

 

- უზენაესი სასამართლოს კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტების სათანადო გარანტიების არარსებობა ქმნის რისკს იმისა, რომ დაირღვესსამართლიანი სასამართლოს უფლება, კერძოდ, პირის უფლება მისი საქმე განიხილოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილმა დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. 

 

IDFI-ს შეფასებით, კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ უფლების დაცვის რეალური და ეფექტური გარანტიების არსებობას, რომლის უმთავრეს წინაპირობას კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მოსამართლეებით სასამართლოს დაკომპლექტება წარმოადგენს.

 

/public/upload/Magda/Keti Kukava/IDFI .pdf

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023