IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 6 ივნისი 2017

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის ახალ წევრად იქნა არჩეული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მმართველი კომიტეტი OGP-ის აღმასრულებელი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც ადგენს და იცავს პარტნიორობის ღირებულებებსა და ინტერესებს.


OGP-ის მმართველი კომიტეტი შედგება 22 წევრისგან, რომელთაგან 11 წარმოადგენს მთავრობებს და 11 - სამოქალაქო საზოგადოებას. წევრები ირჩევიან 3 წლის ვადით, მისი ერთხელ გაგრძელების შესაძლებლობით.


წევრობის კანდიდატად გიორგი კლდიაშვილი წარადგინა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო სარეკომენდაციო წერილები გააგზავნეს ვერონიკა კრეტუმ, მოლდოვის ღია მთავრობის ინსტიტუტის რეზიდენტი და OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი 2013-2016 წლებში, და ტომ ბლანტონმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორი და OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი 2011-2013 წლებში.

 

გიორგი კლდიაშვილის წარდგენის წერილში ნილს სკოტი ამბობს, რომ:


"IDFI-ის ძალისხმევამ ხელი შეუწყო საქართველოში OGP-ის გაძლიერებას, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვის ბატონ გიორგი კლდიაშვილს.

 

გიორგი კლდიაშვილი OGP-ის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებშიც. იგი გახლავთ საქართველოს ღია მმართველობის ფორუმის თანათავმჯდომარე, ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. გიორგი არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წამყვანი აქტივისტი, რომელიც მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და მმართველობის რეფორმას.

 

მან გამოავლინა იშვიათი უნარი, ერთდროულად იყოს ჩართული საჯარო უწყებებთან თანამშრომლობის პროცესში და ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს მათ მიერ ვალდებულებების შესრულებას. გიორგის გააჩნია უნარი, იყოს ღია მმართველობის პროცესის ლიდერი და, ამავე დროს, გააუმჯობესოს მისი ყოველდღიური შინაარსობრივი საკითხები.

 

მისი უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გიორგი კლდიაშვილი საუკეთესო კანდიდატია OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობისთვის.“

  

შემრჩევ კომიტეტს ჰქონდა ურთულესი ამოცანა, მთელი მსოფლიოდან 29 წარმატებული და მოტივირებული განმცხადებელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლიდან შეერჩია 10 კანდიდატი, ისე, რომ გამოცდილების, ექსპერტული ცოდნისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით დაეცვა რეგიონული ბალანსი მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში.

 

შემრჩევი კომიტეტის წევრებმა – 2-მა თემაზე მომუშავე მოხალისემ, უნდრალ გომბოდორჯი (დემოკრატიული განათლების ცენტრის დირექტორი, მონღოლეთი), ლორა ნიუმანი (ინფორმაციაზე გლობალური ხელმისაწვდომობის პროგრამის დირექტორი, Carter Center, ამერიკა), მუკელანი დიმბა (OGP-ის მმართველი კომიტეტი), აიდან ეიაკუზე (OGP-ის მმართველი კომიტეტი) და პოლ მაასენი (OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორი)– თითოეული კანდიდატის საქმე ინდივიდუალურად შეაფასეს გამოყენებით: 1. ლიდერობის უნარი; 2. დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა; 3. სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების გააზრებისა და წარმოჩენის უნარი.

  

კანდიდატების წარდგენის და შერჩევის პროცესი

 

პროცესის დასასრულს, OGP-ის მმართველ კომიტეტის წევრობაზე შეირჩა ორი პირი (გიორგი კლდიაშვილი და ტურ-ოდ ლხაგვაჯავი (მონღოლეთი)). მათგან ერთი წევრი - ტურ-ოდ ლხაგვაჯავი მუშაობას შეუდგება 2017 წლის ივნისში, ხოლო მეორე - გიორგი კლდიაშვილი კი ოქტომბერში.

 


„OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობა ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო ხდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც რეკომენდაცია მომცა, და დიდი იმედი მაქვს, ჩემი უნარებითა და გამოცდილებით შევძლებ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო OGP-ის გაძლიერებაში გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024