IDFI-მ შეიმუშავა რეკომენდაციები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 მაისი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეიმუშავა რეკომენდაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ნუსხის გასაზრდელად. რეკომენდაციები შემუშავებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მე-11 ვალდებულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსებას და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას.

 

უმაღლეს საბჭოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას არეგულირებს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯაროინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილება, რომელიც მიღებულია 2014 წლის 20 მარტს. აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უმაღლესი საბჭო გამოირჩევა დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებით, თუმცა აღნიშნული დადგენილება ხშირ შემთხვევაში საბჭოს არ ავალდებულებს დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას. შესაბამისად, მხოლოდ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება ვერ პასუხობს პროაქტიული გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ,ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეთანხმებით, გადაწყდა,რომ მნიშვნელოვანი იყო, უმაღლეს საბჭოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების ამაღლება და აღნიშნულის განსახორციელებლად რეკომენდაციების შემუშავება.

 

რეკომენდაციები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023