IDFI-მ ქედის, სენაკის, ონისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის SDG-ების ლოკალიზების შესახებ ტრენინგები გამართა

სიახლეები | ტრენინგები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 24 მაისი 2022

2022 წლის 17-20 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ქედის, სენაკის, ონისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერიისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზების შესახებ ონლაინ ტრენინგები გამართა. ტრენინგებს ჯამში 40-მდე დაინტერესებული მხარე ესწრებოდა, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიებში დასაქმებული საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები.

 

ტრენინგების მთავარ მიზანს მონაწილეთათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად შემუშავებული მიზნების გაცნობა წარმოადგენდა. სხვადასხვა სესიის ფარგლებში ინსტიტუტმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნო ინფორმაცია გლობალურ პროცესში საქართველოს ჩართულობის შესახებ. მონაწილეები გაეცნენ, თუ რა იგეგმება მუნიციპალიტეტების დონეზე SDG-ების ლოკალიზების კუთხით, რა როლის შესრულება შეუძლიათ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნულ პროცესში, რა სარგებელს მოუტანს მუნიციპალიტეტებს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულებაში მონაწილეობა. ასევე, რა ეტაპების გავლა მოუწევთ მუნიციპალიტეტებს SDG-ების ლოკალიზების დროს, როგორ უნდა მოხდეს SDG-ების გლობალური და საქართველოს მიერ ნაციონალიზებული მიზნებისა და ინდიკატორების გათვალისწინება ადგილობრივი პოლიტიკისა და პროგრამული ბიუჯეტის შექმნის დროს, რა საშუალებები არსებობს ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად და ა.შ. 

 

ტრენინგები წარიმართა საჯარო მოხელეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სპეციალურად შექმნილი, მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პრაქტიკული სახელმძღვანელოს მიხედვით. ტრენინგების მონაწილეები ასევე გაეცნენ IDFI-ის მიერ მომზადებული ანგარიშის - SDG-ების ლოკალიზების საბაზისო კვლევა: ლოკალიზების პერსპექტივები საქართველოში - მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

 

ტრენინგები გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) - ფარგლებში.

 

ტრენინგებს უძღვებოდნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის / ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და ანალიტიკოსები, გვანცა ნიკურაძე და დავით ერისთავი.

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024