IDFI-მ გორის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხისა და სენაკის მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებს ღია მონაცემებზე ტრენინგი ჩაუტარა

სიახლეები | ტრენინგები | კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 7 დეკემბერი 2020

4 დეკემბერს, IDFI-იმ გორის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ღია მონაცემების განკარგვისა და გამოქვეყნების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას მონაცემების შეგროვების, წარმოებისა და გამოქვეყნების საკითხებზე, რაც დაეხმარებათ მუნიციპალურ ორგანოებს გააუმჯობესონ ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის პრაქტიკა.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

 

- ღია მონაცემების მნიშვნელობა, განმარტება და პრინციპები

- ღია მონაცემების განკარგვის სტანდარტები და პროცედურები

- ღია მონაცემების წარმოება და გამოქვეყნება

- ღია მონაცემების ფორმატები, მეტამონაცემები

- ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ჩარჩო და ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი 

- მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზები და მათი ხელმისაწვდომობა

 

ტრენინგის დროს ასევე გაიმართა დისკუსია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მუნიციპალიტეტების მიერ მონაცემების განკარგვის პრაქტიკის გაუმჯობესებისა და მეტი მუნიციპალური მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 

ტრენინგი წარიმართა საჯარო მოხელეებისთვის შექმნილი სპეციალური, ღია მონაცემების სახელმძღვანელოს მიხედვით. ასევე, ტრენინგს წინ უსწრებდა ხუთივე მერიაში მონაცემების ხელმისაწვდომობის პრაქტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შესახებ სიღრმისეული ანალიზების მომზადება, რის შედეგადაც გამოიკვეთა მერიების საჭიროებები და მომზადდა პრაქტიკული რეკომენდაციები.

 

ტრენინგი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერით. 

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის მედია, ინტერნეტ და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და პროექტის ასისტენტი, გვანცა ნიკურაძე.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023