IDFI-მ ლანჩხუთისა და ამბროლაურის მერიის თანამშრომლებისთვის ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა

სიახლეები | ტრენინგები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 24 თებერვალი 2022

16-21 თებერვალს, IDFI-მ ლანჩხუთის და ამბროლაურის მერიების, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე, ანტიკორუფციული მექანიზმების მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის ჩატარებამდე, ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიებში გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების კუთხით არსებული გამოწვევების გამოსაკვეთად, მომზადდა კორუფციული რისკების  შეფასების ანგარიში. აღნიშნული წინასწარ შემუშავებული კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელდა. რაც მთავარია, IDFI-ის დახმარებით მუნიციპალიტეტებმა კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს და დაამტკიცეს.

 

ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა სპეციალურად საჯარო მოხელეებისთვის შექმნილ „გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სახელმძღვანელოში” მოცემულ შემდეგ საკითხებზე:

 

-         კორუფციული რისკების შეფასების სისტემა;

-         ეთიკა და დისციპლინური წარმოება;

-         ქონებრივი დეკლარაციების შევსება;

-         სახელმწიფო შესყიდვები;

-         მამხილებელთა ინსტიტუტი;

-         საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები;

-         ღია მონაცემების შეგროვების, წარმოებისა და გამოქვეყნების პრაქტიკა;

-         გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები;

-         შიდა ფინანსური კონტროლი;

-         მერიის მმართველობაში მყოფი იურიდიული პირები;

-         პოლიტიკის ანალიზის პრაქტიკა;

-         ფუნქციური ანალიზის განხორციელება.

 

მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ონლაინ ტრენინგზე მხილების ინსტიტუტთან და მამხილებლის დაცვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკითხები. გარდა ამისა, მერიის თანამშრომლებმახაზიგაუსვესსახელმწიფოშესყიდვებისდროსბაზრისკვლევისინსტიტუციონალიზაციისა და  ეტაპობრივიმონიტორინგისსისტემისმნიშვნელობას.აგრეთვე, დისკუსია გაიმართა ეთიკისა დადისციპლინურიწარმოების კონკრეტულ მაგალითებთან დაკავშირებით, რამდენადაც ტრენინგის ეს ნაწილი მოიცავდა საჯარო მოხელეთა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინტერესო პრაქტიკულ მაგალითებს.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი - თეონა ტურაშვილი და ანალიტიკოსი - გვანცა ნიკურაძე.

 

ტრენინგი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024