IDFI-იმ ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ტრენინგი ჩაუტარა

სიახლეები | ტრენინგები | კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 3 დეკემბერი 2020

2-3 დეკემბერს, IDFI-იმ ზუგდიდის მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.


ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე, ანტიკორუფციული მექანიზმების მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ტრენინგს წინ უსწრებდა მერიაში არსებული სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება, შემდგომ კი ზუგდიდის მერიის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.


ტრენინგის მონაწილეებმა როგორც პრაქტიკული, აგრეთვე თეორიული ცოდნა მიიღეს შემდეგ საკითხებზე:


- ეთიკა და დისციპლინური წარმოება;
- ქონებრივი დეკლარაციების შევსება;
-  სახელმწიფო შესყიდვები;
- მამხილებელთა ინსტიტუტი;
-  საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები;
- ღია მონაცემების შეგროვების, წარმოებისა და გამოქვეყნების პრაქტიკა;
- შიდა ფინანსური კონტროლი;
- მერიის მმართველობაში მყოფი იურიდიული პირები;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები;
- პოლიტიკის ანალიზის პრაქტიკა;
- კორუფციული რისკების შეფასების სისტემა;
- ფუნქციური ანალიზის განხორციელება.


ტრენინგის დროს დისკუსია გაიმართა შემდეგი საკითხების ირგვლივ - რა გზები არსებობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რა ზომებს უნდა მიმართონ ინტერესთა შეუთავსებლობის არსებულ თუ შესაძლო ფაქტებზე. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ კონკრეტული შემთხვევებიც განიხილეს.

 

ტრენინგი წარიმართა საჯარო მოხელეებისთვის შექმნილი სპეციალური, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სახელმძღვანელოს მიხედვით.


ტრენინგი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერით.


ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის მედია, ინტერნეტ და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და პროექტის ასისტენტი, გვანცა ნიკურაძე.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023