IDFI მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) რეგიონალური ჰაბი გახდა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 ოქტომბერი 2020

IDFI მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჰაბი გახდა. GDB წარმოადგენს მონაცემების გლობალური ინდექსის კვლევას, რომელიც ეხება  საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობას და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრს.

 

რეგიონალური ჰაბები  ერთმანეთთან აკავშირებს GDB-სა და დაინტერესებულ მხარეებს მთელი მსოფლიოდან, რომელთათვის პრიორიტეტულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა მონაცემების როლი საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და განვითარებისთვის, ღია მონაცემები, კარგი მმართველობა, ღია მმართველობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

 

გრძელვადიან პერსპექტივაში, GDB მიზნად ისახავს რეგიონალურ ჰაბებს შრის ძლიერი ქსელის შექმნას. ასევე GDB-ის მიზანია დაეხმაროს წევრ ორგანიზაციებს გახდნენ „ცოდნის ცენტრები“ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების შეგროვების, გაზომვისა და გამოყენების საკითხებზე.

 

GDB წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივას, რომელიც მონაცემთა ხელმისაწვდომობის ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის, მონაცემთა ხარვეზების გამოსასწორებლად, ინფორმაციის შესაგროვებლად და დებატების მხარდასაჭერად, აქტიურად თანამშრომლობს რეგიონალურ ჰაბებთან, თემატურ პარტნიორებთან, მთავრობებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და მედიასთან.

 

ინიციატივის ფარგლებში, საერთო მეთოდოლოგიის მიხედვით, მომზადდება საბაზისო კვლევა. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება ქვეყნების შედარება ადგილობრივი კანონმდებლობის და პრაქტიკის, მონაცემების ხელმისაწვდომობის, მონაცემების შესაძლებლობების და გამოყენების ინდიკატორებით. დამატებით, მისი მეშვეობით შეიქმნება ყოვლისმომცველი პირველადი მონაცემები, რომლებიც წაახალისებს მონაცემებზე დაფუძნებულ სექტორულ და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს. 2020-2021 წლებში მონაცემების გლობალური ბარომეტრის პირველ გამოცემაში 120-ზე მეტი ქვეყანა მოხვდება.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინიციატივის მთავარი მიზანია სხვადასხვა საკითხებზე მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ღია მონაცემების ბარომეტრის მიღწევებისა და მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკის შემუშავებას, ღია დიალოგსა და შემდგომ ემპირიულ კვლევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემთა ეკოსისტემისა და მონაცემთა განვითარების ანალიზს.

 

IDFI მოხარულია და აქვს პატივი იყოს ამ მნიშვნელოვანი გლობალური ინიციატივის ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის ღია მონაცემთა მნიშვნელოვან ინიციატივებს, ღია მონაცემების სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ!

 

მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.globaldatabarometer.org

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024