IDFI ფინანსურ ქმედებათა სპეციალურ ჯგუფთან (FATF) დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური კოალიციის წევრი გახდა

სიახლეები | კოალიციური საქმიანობა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 14 ივლისი 2022

2022 წლის ივნისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფთან (FATF) დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური კოალიციის წევრი გახდა. კოალიცია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფალი ქსელია. ის ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) საერთო შეფასებების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას ადვოკატირებს არასამთავრობო სექტორში მდგრადი კომუნიკაციის გზით, ასევე ორიენტირებულია FATF-ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, განსაკუთრებით კი მე-8 რეკომენდაციის (R8) ეფექტიან და რისკებზე დაფუძნებულ განხორციელებაზე. 

 

კოალიციის ძირითადი მიზანია ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ (CFT) არსებული პოლიტიკების არასასურველი შედეგების შემცირება სამოქალაქო საზოგადოებაში, რათა არ დაზიანდეს ლეგიტიმური საქველმოქმედო აქტივობები. ადვოკატირების დღის წესრიგი მიმართულია FATF/გლობალურ/ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის ცვლილებებზე, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხრიდან სწრაფ ქმედებებსა და ჩართულობას საჭიროებს, ასევე ინკლუზიურ პროცესს, რომელიც მომდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადგილზე შექმნილი გავლენით.

 

2014 წლიდან ოთხმა ორგანიზაციამ შეიმუშავა სტრატეგიები და უზრუნველყო კოალიციის კოორდინაცია. მათ მხარს უჭერენ მრავალი ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენელი სხვადასხვა საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ჯგუფი. კოალიციამ კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოაყალიბა FATF-ის სამდივნოსთან მოსაზრებების გაცვლისა და გამჭვირვალე ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

კოალიციას შემდეგი ოთხი ორგანიზაცია მართავს:

 

- ქველმოქმედებისა და უსაფრთხოების ქსელი (Charity & Security Network)

- არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (European Center for Not-for-Profit Law)

- ევროპული ფონდის ცენტრი (European Foundation Center)

- ადამიანის უსაფრთხოების კოლექტივი (Human Security Collective)

 

კოალიცია IDFI-სთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოში FATF-ის რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის.







კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024