კარგი მმართველობის რეფორმის როლი ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში - IDFI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საკუთარი პანელით წარსდა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 19 ივნისი 2019

500-ზე მეტი დელეგატი 15-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდა თბილისში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში – „განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“.


ფორუმის ფარგლებში IDFI-ის მიერ ორგანიზებული პანელი ეხებოდა კარგი მმართველობის რეფორმის როლს ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში. პანელის გამომსვლელებს შორის იყვნენ: ნატო ბერუაშვილი – USAID G4G-ის პროექტის ხელმძღვანელი; დავით ლეჟავა – PMCG-ის საჯარო პოლიტიკის სექტორის დირექტორი; ქეთევან ბოჭორიშვილი – Anaklia City-ის აღმასრულებელი დირექტორი; და ანდრო გიგაური – დამოუკიდებელი ექსპერტი. პანელს მოდერაციას უწევდა დავით დოლიძე – IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი.


„წარმატებული ეკონომიკური განვითარების მისაღწევად აუცილებელია, რომ ეს ეკონომიკურ ზრდა თანხვედრაში იყოს საზოგადოების ლიბერალურ და დემოკრატიულ ფასეულობებთან. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევქმნათ ღია და ანგარიშვალდებული გარემო, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული ეკონომიკური წარმატების მიღწევის პროცესში,“ – IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი დავით დოლიძე.


დამოუკიდებელმა ექსპერტმა ანდრო გიგაურმა ისაუბრა კარგი მმართველობის ინდიკატორების შესახებ და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის პროგნოზირებადობა და საინვესტიციო კონტრაქტების ეფექტიანი აღსრულება ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებსაც ინვესტორები უყურებენ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო თავისუფლებების წინსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის.


Anaklia City-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა ფართოდ ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომელთა დაძლევაც აუცილებელია კარგი მმართველობის რეფორმების პროცესში, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში ეკონომიკური ზრდის სასურველი მაჩვენებლის მიღწევას. „ჩვენ არ გვაქვს ნავთობი ან გაზი, სწორედ ამიტომ კარგი მმართველობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია,“ – ქეთევან ბოჭორიშვილი.


USAID G4G-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნატო ბერუაშვილმა მიმოიხილა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობა პოლიტიკის შემუშავების ადრეულ ეტაპზე. „პოლიტიკის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა. მთავრობას არ ძალუძს შედეგებზე ორიენტირებული და ეფექტური პოლიტიკის შემუშავება, თუ მის მომზადების პროცესში არ იქნება ჩართული საზოგადოების ის ჯგუფი, ვისზეც ეს პოლიტიკა უნდა აისახოს,“ნატო ბერუაშვილი.


ღონისძიების მონაწილეებმა ასევე განიხილეს: პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონული ეკონომიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები, აქტივებისა და დაგროვილი ინვესტიციების მართვა, კერძო და ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო პერსპექტივები და სალიზინგო შესაძლებლობები განვითარებადი ბაზრებისთვის და სხვა.


ფორუმმა 50-მდე გამომსვლელს უმასპინძლა, მათ შორის, ცნობილ საინვესტიციო ექსპერტს, რიჩარდ ვილსონს, რომელიც აშშ-ში ცნობილია როგორც შეძლებული და ულტრა შეძლებული ოჯახების მიერ დაგროვილი ინვესტიციების მმართველი. მან საინტერესოდ ისაუბრა რეგიონისათვის ამ ახალ დარგზე, მის მნიშვნელობასა და აქტივების მართვის დეტალებზე.


ფორუმი ჩატარდა „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“ ორგანიზებით, სხვადასხვა მედია, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის IDFI-ისთან თანამშრომლობითა და დაფინანსებით. IDFI-ის პანელის – „კარგი მმართველობის რეფორმის როლი ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში“ – ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო ფილანთროპიული ორგანიზაცია, Luminate.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023